საერთაშორისო პაციენტთა ცენტრი

გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს მსოფლიოში ცნობილ ჯანდაცვას, „Medical Park Hospitals Group“-ის საავადმყოფოები გამოცდილია და აკმაყოფილებს საერთაშორისო პაციენტების   სპეციალურ საჭიროებებსა და ინტერესებს.

„Medical Park Hospitals Group“-ის საავადმყოფოები, საერთაშორისო პაციენტთა ცენტრი განკუთვნილია   პაციენტების დასახმარებლად თურქეთში ყოფნამდე, ყოფნის დროს და ყოფნის შემდეგ და უზრუნველყოფს, რომ მათი გამოცდილება „Medical Park“-თან ერთად იყოს დადებითი. ჩვენი როლია დავეხმაროთ მათ და იქ ყოფნა გავხადოთ უფრო კომფორტული.

მას შემდეგ, რაც პაციენტები დაგვიკავშირდებიან, ჩვენი სპეცილურად დატრენინგებული საერთაშორისო პაციენტთა წარმომადგენელი გახდება მთავარი დამაკავშირებელი „Medical Park“–თან და უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას.

მულტიკულტურული პერსონალი საერთაშორისო პაციენტთა ცენტრში გთავაზობთ უამრავ სპეციალურ მომსახურებას, რათა იქ ყოფნა რაც შეიძლება კომფორტული იყოს თქვენთვის. საერთაშორისო გუნდი არსებობს იმისათვის, რომ პაციენტებსა და მათ ოჯახებს თავი აგრძნობინოს სახლში, მათ კულტურულ მოთხოვნილებეზე აქცენტირებით და უზრუნველყოს ინდივიდუალიზირებული ყურადღება. „Medical Park“–ს ესმის, რომ საავადმყოფოში ვიზიტი, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში, შეიძლება იყოს სტრესული და ამიტომ ჩვენი საერთაშორისო პაციენტთა ცენტრის თანამშრომლები მზად არიან დაგეხმარონ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, 365 დღე წელიწადში.

„Medical Park“-ს საერთაშორისო პაციენტთა ცენტრი აკმაყოფილებს   პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სპეციალურ საჭიროებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საერთაშორისო ცენტრში ჩვენი გუნდი ამაყობს იმით, რომ უზრუნველყოფს უაღრესად ინდივიდუალურ მომსახურებას.

საერთაშორისო პაციენტის ცენტრის თანამშრომელები გულშემატკივარი და მგრძნობიარენი არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ყველა კულტურის მიმართ და ცდილობენ თითოეული პაციენტის შემთხვევა გახადონ რაც შეიძლება სასიამოვნო და კომფორტული.

Medical Park უზრუნველყოფს პერსონალური ურთიერთქმედების კავშირის (პირადი თანაშემწე) მომსახურებას, როგორიცაა:

  • კოორდინაცია საავადმყოფოში, ექიმთან შეხვედრა და დიაგნოსტიკა;
  • 24 საათიანი მთარგმნელობითი მომსახურება;
  • 24 საათიანი გადაუდებელი მომსახურება, მათ შორის საჰაერო სასწრაფო დახმარების გადაცემის კოორდინაცია
  • გასამგზავრებლად მზადებისას დახმარება (წერილები ვიზის მისაღებად, შერჩევის სერვისი ა.შ.)

დახმარება ფინანსურ საკითხებში:

  • კოორდინირება პირველად სადაზღვევო და ტურისტულ კომპანიებთან
  • შეფასებებსა და ფასდაკლების პაკეტი დაუზღვეველი, თვითდამფინანსებელი   პაციენტებისთვის
  • ანაბრის გადასახადების კოორდინირება (გადარიცხვები, და ა.შ.)
  • სამედიცინო ჩანაწერების გადაცემა
  • დახმარების გაწევა ნებისმიერ გადაუწყვეტელ საკითხში საავადმყოფოდან თქვენი გაწერის შემდეგ

განსაზღვრება:

  • უახლესი სამკურნალო მიღწევები.
  • სამედიცინო და მგზავრობის შეთნხმების ინდივიდუალური დახმარება
  • მრავალფეროვანი, კეთილმოსურნე ქვეყანა: ყველა კულტურის ხალხს შეუძლია იპოვოს ის, რაც მათ სჭირდებათ, რომ იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ ქვეყანაში.

 

ხარჯთაღრიცხვისა და საქონლის თვითღირებულების მოთხოვნები

საერთაშორისო პაციენტის მიმართულებები შესწავლილი და შეფასებულია სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის მიერ, ისე რომ ხარჯაღრიცხვა გამოითვლება მკურნალობისთვის Medical Park-ის საავადმყოფოში ვიზიტამდე.

ფასის გასაუმჯობესებლად პაციენტებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ უკანასკნელი სამედიცინო ჩანაწერები ან დიაგნოზი ინგლისურ ენაზე.

კლინიკური კოორდინატორი უზრუნველყოფს შეფასებებს და შენატანიების შესახებ ინფორმაციას, რათა პაციენტს ნათელი წარმოდგენა შეუქმნას ხარჯებზე.

შეხვედრები

Medical Park“–ში ჩვენ გთავაზობთ როგორც ამბულატორიული ასევე სტაციონარული სამედიცინო მომსახურების სპეციალისტების ფართო სპექტრი. საერთაშორისო პაციენტებს, რომლებიც გვიკავშირდებიან ცენტრში მოეთხოვებათ უახლესი სამედიცინო ინფორმაციის შესახებ არსებული დოკუმენტის ასლი, რომელიც ეხება მათ კლინიკურ მდგომარეობას. ინგლისურ ენაზე უკვე ნათარგმნი სამედიცინო ინფორმაცია   საჭიროა განხილვისა და დაგეგმვის პროცესის დასასრულებლად.

სამედიცინო ინფორმაცია შეიძლება ელექტრონული ფოსტით გაგზავნოთ პირდაპირ საერთაშორისო პაციენტის ცენტრში მისამართზე: international@medicalpark.com.tr

Medical Park“–ში შეხვედრის დასაგეგმად შეგიძლიათ შეავსოთ     ფორმა და გამოგვიგზავნოთ ელ–ფოსტით. ფორმის მიღების შემდეგ ჩვენ გვეცოდინება თქვვენი მოთხოვნა და დაგიდასტურებთ   შეხვედრას.

გაცნობებთ, რომ ჩვენი ელ–ფოსტის სერვერი შეზღუდულია 10 MB შემოსულ წერილებზე.

ინფორმაცია ვიზებზე და პასპორტებზე

Medical Park-ი დაგეხმარებათ  სამედიცინო სავიზო განაცხადის შეტანაში   თურქეთის საელჩოში ან საკონსულოში თქვენს ქვეყანაში, რათა უზრუნველყოთ თქვენი მიმდინარე მკურნალობის შესახებ დოკუმენტაციის არსებობა. ცენტრი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დააჩქარებს თქვენი ვიზის დამუშავება ს. თუმცა, მხოლოდ საელჩოს ან საკონსულოს   შეუძლია დაამტკიცოს სავიზო განაცხადი.

Medical Park-ის საერთაშორისო პაციენტის ცენტრი მოითხოვს თქვენი პასპორტის ასლს ჩასვლისთანავე და პირველ დაგეგმილ ვიზიტამდე.

მგზავრობა და ტრანსპორტირება

თანამშრომელებმა შეიძლება გირჩიონ ყველაზე მოსახერხებელი კავშირები   თურქეთში ჩასაღწევად, სადაც Medical Park-ıს წარმომადგენელი დაგხვდებათ თქვენ და თქვენს თანმხლებ ოჯახის წევრებს. ეს მომსახურება უფასოა პაციენტებისა და თანმხლები ოჯახის წევრებისთვის.

საცხოვრებელი ბინები

Medical Park-ის საერთაშორისო პაციენტის ცენტრს აქვს სხვადასხვა სასტუმროებთან და საცხოვრებელ ბიზნესთან კავშირი.   თქვენი ჩამისვლის შემდეგ Medical Park-ის წარმომადგენელი იმუშავებს თქვენთან ერთად საცხოვრებელი ბინის საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად.

თარჯიმნის მომსახურება

სხვადასხვა ენის თარჯიმნის მომსახურება   ხელმისაწვდომია პაციენტებისთვის. სამედიცინო თარჯიმანების პერსონალი ორენოვანი და ბიკულტურულია. ჩვენ მოვემზადეთ   სამედიცინო გარემოში თარგმნის შესასრულებლად მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

თანხმობის წერილები, გამოწერის ინსტრუქციები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციები მკურნალობის შესახებ უნდა ითარგმნოს შესაბამისი ენის პაციენტისთვის.

წინასწარი შეტყობინება რეკომენდირებულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ შეგვიძლია   პაციენტის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილება.

მომსახურება უფასოა პაციენტებისთვის.

რა უნდა იქონიოთ თან

გთხოვთ, რომ ყველა თქვენი სამედიცინო ჩანაწერი და დიაგნოსტიკური მასალები სამედიცინო შეხვედრისთვის თან იქონიოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაგზავნეთ ზემოხსენებული მასალები წინასწარ. შემდეგი საკითხი შეეხება თქვენს პირველ შეხვედრას :

  • თქვენი პასპორტი ან სხვა სახის პირადობის მოწმობა
  • დემოგრაფიული ინფორმაცია, მათ შორის, სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონი (მათ შორის, ადგილობრივი საკონტაქტო ნომერი ან მობილური), ელ–ფოსტა, დაბადების თარიღი.
  • დეტალური სადაზღვევო ინფორმაცია, მათ შორის სადაზღვევოს სახელი, პოლისი და ჯგუფის ნომერი, სადაზღვევოს საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
  • თუ ხართ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პაციენტი, გთხოვთ თან იქონიოთ ნებართვის წერილი თქვენი საელჩოდან
  • სრული სამედიცინო ჩანაწერი, მათ შორის ყველა მონათესავე გამოკვლევა და ქირურგიული ანგარიშები, მკურნალობის ჩანაწერები და ლაბორატორიული შედეგები
  • რენტგენის, MRIs და CT Scans ყველა ფირი (ძველი და მიმდინარე)   სხვა შესაბამის ანგარიშებთან ერთად.