თურქეთის

თურქეთის რესპუბლიკა (Türkiye Cumhuriyeti)

დაარსდა: 1923 წელს

ენა       : თურქული (გამოიყენება ლათინური ანბანი)

დროშა :  წითელ ფონზე თეთრი ნახევარმთვარე და შუაში ვარსკვლავი.

ეროვნული ჰიმნი : İstiklal Marşı (დამოუკიდებლობის ჰიმნი)

დედაქალაქი         : ანკარა

ვალუტა             : თურქული ლირა

ადგილმდებარეობა : თურქეთის რესპუბლიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ევროპისა და აზიის კონტინენტების გადაკვეთაზე. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ანატოლიის ნახევარკუნძულზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტრაქეისზე, რომელიც გადაჭიმულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ქვეყნის სამი მხარე გარშემორტყმულია ხმელთაშუა ზღვით, შავი ზღვითა და სრუტეებით. მარმარილოს ზღვა და ეგეოსის ზღვა აკავშირებს ზემოხსენებულ ზღვებს.

ფართობი : 814 578 კვადრატული კილომეტრი (314 500 კვადრატული მილი)

3 % ევროპის კონტინენტი

97 % აზიის კონტინენტი

მოსახლეობა : 1 დეკემბერი, 2008 წლის თარიღისათვის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 72.561.312 (წყარო : http://www.tuik.gov.tr)

სატელეფონო კოდი   : (+90)

ელექტროენერგია      : 220 ვოლტი

დრო   : ადგილობრივი დრო ტოლია GMT + 2 საათი. მთელი ქვეყნის მასშტაბით იგივე დროა ამ ზონაში (ამერიკის შეერთებული შტატები შვიდი საათით წინაა – აღმოსავლეთ სტანდარტული დროიდან)

წონა და ზომები : მეტრი და კილოგრამის სისტემა.

ოფიციალური დღესასწაულები თურქეთში:

- ახალი წელი: 1 იანვარი

- ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღე : 23 აპრილი

- შრომის და სოლიდარობის დღე: 1 მაისი

- ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღე: 19 მაისი

- გამარჯვების დღე : 30 აგვისტო

-რამაზანის ბაირამი (The Festival of Breaking of the Fast): (2010), 9 – 11 სექტემბერი

- რესპუბლიკის დღე   : 29 ოქტომბერი

- ყურბან ბაირამი (The Festival of Sacrifice): (2010), (2010), 16 – 19 ნოემბერი

პროვინციები სადაც „Medical Park Hospitals Group“-ის საავადმყოფოები არის განთავსებული :

 


 

სტამბული

მდებარეობს ძველი მსოფლიოს ცენტრში, სტამბული არის მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ქალაქი, რომელიც ცნობილია ისტორიული ძეგლებთა და ბრწყინვალე სილამაზით. ეს არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც გადაჭიმულია ორ კონტინენტზე. ქალაქი მდებარეობს იმ წერტილში, სადაც აზია და ევროპა ერთმანეთისგან იყოფა ბოსფორის ვიწრო სრუტით. სტამბულის ისტორია დაახლოებით 2,500 წელს ითვლის. მისი დაარსების დღიდან ქალაქი წარმოადგენს სტრატეგიულ დამაკავშირებელ ადგილს მიწასა და ზღვას შორის, გადამწყვეტ სავაჭრო ცენტრს.

ისტორიული ქალაქი სტამბული მდებარეობს ნახევარკუნძულზე, რომელიც სამი მხრიდან გარშემორტყმულია მარმარილოს ზღვით, ბოსფორისა და „ოქროს რქით“. ის არის სამი დიდი რომაული, ბიზანტიური და ოსმალეთის იმპერიების დედაქალაქი და 1,600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 120-ზე მეტი იმპერატორი და სულთანი მსოფლიოს აქედან მართავდა. ქალაქი გარშემორტყმულია მე -5 საუკუნის რომის ქალაქის კედლებით და გადაჭიმულია შვიდ მთაზე, სტამბული შემკულია თურქული ხელოვნების შედევრებით, სულთნის დიდი მეჩეთები გვირგვინად ადგას მთებს. ქალაქი წარმოადგენს დახვეწილ, დიდებულ და მშვიდ სილუეტებს ყველა მიმართულებით. ოქროს რქამ, რომელიც უსაფრთხო ბუნებრივი ნავსადგურია, ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქალაქის განვითარებაში. სტამბული ყოველთვის წარმოადგენდა შემწყნარებელ ქალაქს, სადაც მეჩეთები, ეკლესიები და სინაგოგები არსებობდა გვერდიგვერდ. ქალაქის იზრდება და ვითარდება დინამიურად სრული სისწრაფით აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის გასწვრივ მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. სტაბული ძლიერი 15 მილიონი მეტროპოლისია, სადაც ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები გვთავაზობენ საუცხოო საცხოვრებელ პირობებს და მდიდრულ რესტორნებს მსავსად ნიუ იორკისა ან ლონდონისა.

 

რა შეიძლება ნახოთ სტამბულში?

წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი დღიური ექსკურსიები საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, ცნობილი დიდი ბაზარი და გარშემო ტერიტორია. ექსკურსიები იწყება პორტის სასტუმროებიდან და წარმოგიდგენენ ძეგლებს ისტორიულ პენინსულაში ნახევარ დღიან ტურში. თქვენ გაქვთ შანსი მოინახულოთ აია-სოფიას მუზეუმი, სულეიმანის მეჩეთი, სულთან აჰმედის მეჩეთი(ასევე ცნობილი როგორც ლურჯი მეჩეთი), იპოდრომი და თოფკაფი-ს სასახლის მუზეუმი. შეგიძლიათ ასევე მონაწილეობა მიიღოთ ტურებში, რომელსაც მიყავხართ ბოსფორზე ან აზიურ მხარეში. შემდეგ დაბრუნდებით სახლში დაუვიწყარი და შესანიშნავი შთაბეჭდილებებით.

რომაული სიმაგრეები, ქორა (კარია) მუზეუმი განახლებული გვიანი ბიზანტიური პერიოდის ფრესკებით და მოზაიკით, გალათას კოშკი ქალაქის ბრწყინვალე ხედისთვის, დოლმაბაჩის სასახლე ბოსფორზე-უმდიდრესი სასახლის მუზეუმი მსოფლიოში, არქეოლოგიური მუზეუმები, თურქულ-ისლამური ხელოვნების მუზეუმები, სანელებლების ბაზარი და სხვა საჭიროებს 3-4 დღეს.

კრუიზი ბოსფორზე–ბორნით გასეირნება ბოსფორზე იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი. თქვენ გვერდით ჩაუვლით შეუდარებელი სილამაზის იალის სახლებს, რომლებიც ჩამწკრივებულია ნაპირზე და ბევრი მათგანიდან წყალზე აისახება ანტიკური სასიყვარულო თავგადასავლები, მე-20 საუკუნის მდიდრული თანამედროვე ვილები, დოლმაბაჩეს, ბეილერბეის და გოქსუს, რუმელის და ანადოლუს სიმაგრეები, სათევზაო სოფლების, რესტორნების, ჩაის ბაღების და ღამის კლუბების ნარჩენები. იმავე დღეს შეგიძლიათ გაგრილდეთ შავი ზღვის წყალში და შემდეგ განიტვირთოთ ფინჯან ყავასთან ერთად ჩაის ბაღში მარმარილოს ზღვის წყნარ ნაპირებზე და დატკბეთ სტამბულის შტრიხების სილამაზით.

სტამბული ის ადგილია სადაც უძველესი ხვდება თანამედროვეს. საყიდლებისთვის იქ დიდი არჩევანია. დიდი ბაზარი და დიდი რეპუტაციის მაღაზიები მასთან ახლოს, აკ მერკეზის, გალირია, კაპიტოლის და ბევრი სხვა სავაჭრო ცენტრები, ნისანტასის და ბეიოღლუს ბუტიკები და ბაღდადის ქუჩა თქვენ განკარგულებაში არიან მთელი წლის განმავლობაში.

დიდი ბაზარი დღემდე ინარჩუნებს სიზმარეულ ატმოსფეროს „ძველი კარგი დღეებისა“, თუმცა ის წარმოგიდგენთ თანამედროვე მსოფლიოს უახლეს ნიმუშებს: თვალწარმტაცი სამკაულები, სპილენძის ნამუშევრები, ნოხები, ტყავის ნიმუშები, ზამშის ნაწარმი და ბევრი სხვა…მისით დატყვევებულებმა შესაძლოა დაკარგოთ დროის შეგრძნება დიდ ბაზარში

გარდა მისი ისტორიული მნიშვნელობისა და კულტურული მემკვიდრეობისა, ქალაქი შემკულია თანამედროვე სასტუმროებით, ელეგანტური რესტორნებით, ღამის კლუბებით, ბარებით, ისტორიული ბაზრებით და მაღაზიებით.

 

იზმირი

იზმირი მესამე ყველაზე დიდი ქალაქია თურქეთში, მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 2.5 მილიონს, სიდიდით მეორე ყველაზე დიდი პორტი სტამბულის შემდეგ, და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრი. ერთ დროს ძველი ქალაქი სმირნა, დღეს კი თანამედროვე, განვითარებული და დატვირთული სავაჭრო ცენტრი, გარშემორტყმულია უზარმაზარი ყურეთი და მთებით. ფართო ბულვარები, მინის ხედიანი შენობები და თანამედროვე სავაჭრო ცენტრები დახურულია ტრადიციული წითელი კრამიტით, აქვე იხილავთ მე -18 საუკუნის ბაზარს, ძველ მეჩეთებსა და ეკლესებს. თუმცა ქალაქში ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის ატმოსფერო უფრო მეტია ვიდრე ტრადიციული თურქულის.

კლიმატი კომფორტულია, შედარებით ზომიერი ზაფხულის ეგეოსიდან მონაბერი გამაგრილებელი ნიავის გამო. მიმზიდველი პალმის ხეებით ჩარიგებული სასეირნო ადგილები, კორდონი , რომელიც გადაჭიმულია მთელს ქალაქში ალსანჯაკის საბორნე ტერმინალა-მდე, არის პოპულარული ადგილი საღამოს გასასერნებლად, წყლის პირას ბევრი კაფეებია. იზმირს აქვს როგორც კულტურული ასევე გასართობი ადგილები, დაწყებული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მუზეუმებიდან და იზმირის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრებიდან, ასევე იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრიდან ბარებსა და კლუბებამდე. კოსმოპოლიტური და ცოცხალი ქალაქი საკმაოდ დატვირთულია იზმირის საერთაშორისო ფესტივალის დროს (ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე) მუსიკითა და ცეკვებით, ასევე წარმოდგენებით ეფესოსა და ჩეშმეს ახლოს.

 

რა შეიძლება ვნახოთ იზმირში?

ქემერალთის ბაზარი: დიდი ბაზარი ქალაქის ცენტრში გადაჭიმულია სანაპირო გზიდან ქონაქის ტერიტორიამდე და წარმოადგენს ძირითად სავაჭრო ცენტრს საქონლის ფართო არჩევანით. ის მოიცავს თანამედროვე ბიზნესს, მაღაზიებს, კაფეებს ანტიკური ხილის ჩირით, საყოფაცხოვრებო და ტყავის ნაწარმით კამარებიან და გუმბათებიან ძველ ქუჩებში.

ბაზრის შიგნით, არის იზმირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტრუქტურა: კიზლარაგასი ჰანი არის ოტომანის ქარვასლა ჰალიმ აღას ბაზარში, რომელიც დასრულდა 1745 წელს. ეს ბაზარი ყიდის ხელნაკეთ პროდუქციას, ხალიჩებს, ტყავს და სუვენირებს. ბაზარს ბევრი შესასვლელი აქვს ბასმანიდან, კონაკიდან და ანაფარტალარიდან. კონაკის ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ტერიტორიაა, იმ შენობების უმეტესი ნაწილით, რომლებიც გადაურჩნენ დიდ ხანძარს, თუმცა ტრადიციული ტერიტორიების თანდათანობითი მოდერნიზება ხდება. ეს არის ქალაქის ღირსშესანიშნაობის მდებარეობა, საათ ქულესი (ოტომანების საათის კოშკი), რომელიც გაფორმებულია კრამიტით.

ასანსორ (ლიფტი): ლიფტი აშენდა ებრაელი ბიზნესმენის ნესიმ ლევის მიერ 1907 წელს, რათა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის გაეადვილებინა ცხოვრება რომ ასულიყვნენ თავიანთ სახლებში მთის წვერზე. ამჟამად ტურისტები იყენებენ მას, რათა დატკბნენ ძველი ქუჩების და მითათფასას სახლების ხედებით. იზმირის ძველი ებრაული კვარტალის ცენტრში მდებარე, ის აშენებულია 50მ სიმაღლის აგურის კოშკად და 1992 წლის რემონტის შემდეგ, ის ახლა მოიცავს კაფეს ბოლო სართულზე და საწყისი ჰიდრავლიკა გამოფენილია პირველ სართულზე. მისი ზენიტის პერიოდში 1930-იანებში, ის ასევე მოიცავდა თაეტრს, კინოს, მოსასვენებელ ოთახებს და ფოტო სალონს.

კულტურის პარკი: დიდი კულტურის პარკი ქალაქის ცენტრში წარმოადგენ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ გამწვანებულ ადგილს იზმირში, რომელიც მოიცავს 30 ჰექტარს. იქ არის ზოოპარკი, ხელოვნური ტბა, საპარაშუტო კოშკი, ღია თეატრი და კაფეების და ბარების კოლექცია. ეს იყო იზმირის საერთაშორისო გამოფენის ჩატარების ადგილი 1936 წლიდან მოყოლებული ყოველ აგვისტოს თვეში.

ბოტანიკური ბაღი: თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო ბოტანიკური ბაღი არის იგის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. იქ არის დაახოებით მცენარეთა 3000 ჯიში ალპების ტროპიკული რეგიონებიდან, რომელთა უმეტესობა ინახება ხელოვნურ პირობებში. ხეების საცავი მოიცავს ასობით ჯიშის ხეებს და ბუჩქებს და ჰერბარიუმის ცენტრი მოიცავს მცენარეთა ნიმუშებს, რომლებიც ინახება სამეცნიერო კვლევებისთვის.

არ წახვიდეთ

  • -ბირგი ქაკირაგას სავანის, ქიზლარაღასი ჰანის და ასანსორის მონახულების გარეშე
  • -იზმირის არქეოლოგიის მუზეუმში წარსულში შებიჯების, ათათურქის მუზეუმის, კორდონბოუს და ქემერალთის ბაზრის მონახულების გარეშე
  • -ასანსორის რესტორანში იზმირის ცნობილი გუფთის გასინჯვის გარეშე
  • -გემრიელი ადგილობრივი ლეღვის ჩირის და ქიშმიშის ყიდვის გარეშე
  • -ოდემისის აბრეშუმის (პემბიზარი), ხელნაკეთი ცხვირსახოცების და გორესის ლურჯი მძივების ყიდვის გარეშე
  • -იზმირის საერთაშორისო ფესტივალის მონახულების გარეშე

 

ანტალია

ანტალია დაარსდა პერგამუმის მეფის ატალოს მეორის მიერ , ჩვ. წ აღ. მდე 159 წელს, რომელმაც უბრძანა მის მსახურებს მისთვის ეპოვნათ სამოთხე და ქალაქს დაერქვა ატალეია მის საპატივსაცემოდ. ეს ქალაქი წარმოადგენს გზაჯვარედინს უძველეს ფამფილას, ფსიდიას და ლუციას შორის და დაარსდა ანატოლიის ყველაზე ნაყოფიერ ტერიტორიაზე. ანტალია იყო კულტურის, ხელოვნების, არქიტექტურის და მითოლოგიის ცენტრი მისი ისტორიის განმავლობაში. მისი ბუნება, რომელიც შექმნილია მუქი ლურჯი ზღვებით, ულამაზესი ტაურუსის მთებით, ჩანჩქერებით, პალმის ხეებიანი ბულვარებით, დაჯილდოებული პორტით და მსოფლიოში ცნობილი სადღესასწაულო დასახლებებით აქცევს ანტალიას ტურიზმის დედაქალაქად.

რა შეიძლება ვნახოთ ანტალიაში?

ანტალია მდიდარია ისტორიითა და ხელოვნებით. კალეჩის, უძველეს კვარტალს, აქვს ვიწრო, მიხვეულ-ნოხვეული ქუჩები, რომლებიც მოქცეულია უძველესი ქალაქის კედლებში, რომლებიც ახლა წყნარ კვარტალს იცავს მილიონ მოსახლეობიანი მეტროპოლისის ხმაურისგან. კალეიჩის ჩრდილოეთი ნაწილი (სელჩუკის და თეზქულარის მხარეები) უმეტესად ტურისტულ მაღაზიებს და რესტორნებს მოიცავს, რომლებიც ჩამწკრივებულია ვიწრო ლაბირინთული ქუჩების გასწვრივ. კილინჩარსლანის რაიონი პატარა კვარტალია და დღემდე მომხიბლავია. თუმცა იქ სხვა შესასვლელებიც არსებობს, უმჯობესია ძველ კვარტალში შესვლა და გამოსვლა შთამბეჭდავი ადრიანეს ჭიშკრით, რომელიც აშენდა რომაელი იმპერატორის ადრიანეს მიერ, როგორც ქალაქში შესასვლელი თაღი.

ადრიანეს ჭიშკარი შეგიყვანთ კილინჩარსლანის რაიონში. ივლის მინარეთი: ამ ტერიტორიაზე შეგიძლიათ ნახოთ 125 ფუტი სიმაღლის მინარეთი და მეჩეთი. ახლოს არის ძველი ბაზრის შენობა საინტერესო შესასვლელით და დანგრეული ჭიშკრით. საათის კოშკი (საათ ქულესი) ტერიტორია: ოტომანების ეპოქის საათის კოშკი და მე-18 საუკუნის ფაშა ქამის მეჩეთი. იათ ლიმანი-გამაგრებული რომაული პორტი:-შესანიშნავი ყურე, გარშემორტყმული ქალაქის კედლებით, რომლებიც აშენებულია რომაული პერიოდის განმავლობაში. მახლობლად არის ისკელე კამის მეჩეთი. კესიკის მინარეთი-დანგრეული მინარეთის მეჩეთი, ძველი რომაული ტაძრის მშვენიერი ნანგრევები, რომლებიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნა ქრისტიანულ ეკლესიად და საბოლოოდ მეჩეთად. ჰიდირლიქის კოშკი ჰიდირლიქ ქულესი-კოშკი ქალაქის კედლების ნაპირზე პორტის და ყურის შესანიშნავი ხედებით. ათათურქის სახლი (კილინჩარსლანის რაიონის გარეთ, ფეხით კარალიოგლუს პარკის გავლით ათათურქამდე)-სახლი, სადაც თურქეთის პირველი პრეზიდენტი რჩებოდა მისი ანტალიაში ვიზიტის დროს.

სანაპიროები:

  • კონიალტის სანაპირო (ქალაქის დასავლეთით)
  • აქუალენდი, რომელიც წარმოადგენს აკვაპარკის ფართო კომპლექსსა და სანაპირო პარკს.
  • ანტალიის აკვარიუმი – გამოირჩევა მსოფლიოს უდიდესი გვირაბის აკვარიუმით.
  • ანტალიის გასართობი პარკი – ბაზრის მოედანი სხვადასხვა გზებით.
  • ლარას სანაპირო (ქალაქის აღმოსავლეთით)

ქალაქი ჩრდილოეთი

  • ანტალიის ზოოპარკი და ბუნებრივი პარკი – 400 აკრზე არსებული ზოოპარკის დათვალიერება ხელმისაწვდომია ტრამვაით.

ქალაქგარეთ

პერგის ნანგრევები-(ასკუში მიმავალ ავტობუსებს შეუძლიათ ჩამოგსვან პერგისკენ მიმავალ გზასთან) ფანტასტიური რომაული ქალაქის ნანგრევები, იპოდრომით, ხელუხლებელი თაეტრით. სამხრეთის აბანოები გვეხმარება, რომ შეგვექმნას კარგი წარმოდგენა თუ როგორ გამოიყურებოდა ის იმ ეპოქაში.

დუდენის ჩანჩქერები-ეს ჩანჩქერია ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთი კლდეებიდან.

ასპენდოსი-მშვენიერი ხელუხლებელი თაეტრი რომაული პერიოდისა.

სიდე-უძველესი რომაული ქალაქი მანავგათთან ახლოს.

თერმესოსი-უძველესი ქალაქის ნანგრევები ბუნებრივ გარემოში. (ბუნებრივი პარკის ნაწილი)

დემრე/მირა-უძველესი ლიკიანური ნანგრევები სამარხებით და მირა არის ასევე წმ. ნიკოლოზის ან სანტა კლაუსის სამშობლო.

ოსკელეს მეჩეთი: მე-19 საუკუნის მეჩეთი პორტთან ახლოს.

კარატაის სემინარია (ისლამური თეოლოგიური სემინარია) აშენდა 1250 წელს ემირ ჯელალედდინის კარატაის მიერ.

ქესიქის მინარეთი (დანგრეული მინარეთი) მეჩეთი: ერთ დროს რომაული ტაძარი, გარდაქმნილი ბიზანტიურ ეკლესიად და საბოლოოდ მეჩეთად.

თექელი მეჰმეტ ფაშას მეჩეთი: მე-18 საუკუნის მეჩეთი აშენებული თექელი მეჰმეტ ფაშას საპატივსაცემოდ.

არაფსუს ხიდი არის რომაული ხიდი ანტალიაში. კარგად შენახული საფეხმავლო ხიდი მდებარეობს არაფსუს რაიონში, 5-6 კმ დასავლეთით ქალაქის ცენტრიდან, უძველესი ყორღანის ძირში, რომელიც ასოცირდება ოლბიას ბერძნულ კოლონიასთან.

 

ბათმანი

ბათმანი არის თურქეთში ყველაზე განახლებული ანატოლიური პროვინცია. რეგიონი ცნობილია მისი ისტორიული დიდებულებით და ბუნებრივი სიმდიდრით. ბათმანში ჩამოედინება მისივე სახელობის მდინარე, რომელიც უერთდება ტიგროსს. ბუნებრივი სიუხვის და სილამაზის გარდა, რომლებიც მდინარეებისგან წარმოიშვება, ბათმანს აფასებენ მისი საოცარი ტაურუსის მთებით. მთაგრეხილი ამ ლანდშაფტს სძენს შეუდარებელ სილამაზეს. მალაბადის ხიდი მდინარე ბათმანზე წარმოადგენს შთამბეჭდავ სტრუქტურას.

ნავთობის წარმოებამ დიდი განვითარება მოუტანა ამ ტერიტორიას. რეგიონი დაკავშირებულია რკინიგზით და ფართო მაგისტრალებით.

რა შეიძლება ვნახოთ ბათმანში?

malab

მალაბადის ხიდი

მალაბადის ხიდი არის არქიტექტურული შედევრი, აშენებული აბასიდების პერიოდში. მდიდარმა ვაჭარმა აბასიდების დინასტიიდან ააშენებინა ეს ხიდი ქველმოქმედების მიზნით. სხვა შეხედულებით, ხიდი აშენდა ართუქიანების პერიოდში 1147 წელს და წარმოიშვა მოსტარის ხიდთან ტყუპი ნაგებობა. ხიდი ერთ თაღოვანია და აქვს ორი შესასვლელი. მალაბადის ხიდში აშენებული იყო დასასვენებელი და საძინებელი და საფრთხისგან დამცავი ოთახები. ხიდის გარდა, ამ სტრუქტურას აქვს ბევრი ფუნქცია და მისი ნახვა აუცილებლობას წარმოადგენს. კრიაკოს მონასტერი.

ჰასანკეიფი

haske

ჰასანკეიფი

ჰასანკეიფის უძველესი ქალაქი და რაიონი მდებარეობს ტიგროსის მდინარის გასწვრივ ბეტმენის პროვინციაში სამხრეთ თურქეთში. იგი თურქეთის მიერ გამოცხადებულია, როგორც ბუნებრივი კონსერვაციის ადგილი 1981 წელს.

bursk

ბურსა

ბურსა მდებარეობს ჩრდილო ანატოლიის ნახევარკუნძულზე და სამხრეთ მარმარილოს ზღვაზე. სანაპიროებზე მარმარილოს ზღვიდან 135 კმ-ის დაშორებით. ყველაზე მნიშვნელოვანი მწვერვალი პროვინციაში არის ულუდაგი, რომელიც სათხილამურო კურორტი და ეროვნული პარკია. ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია იზნიკი და ულუბატი.

რა შეიძლება ვნახოთ ბურსაში?

როგორც ოტომანების იმპერიის პირველი დედაქალაქი, ბურსა ცნობილია როგორც ქალაქი, სადაც ოტომანმა არქიტექტორებმა ჩამოიტოვეს წარსულის სელჩუკ თურქული არქიტექტურა და განავითარეს საკუთარი ოტომანური მეჩეთის არქიტექტურა (ნაწილობრივ დაფუძნებული სპარსულ და ბიზანტიურ მოდელებზე), რომელმაც უდიდესი ასახვა ჰპოვა ედირნის (იმპერიის მეორე დედაქალაქი) ბრწყინვალე ოტომანურ მეჩეთში და სტამბულში (იმპერიის მესამე და ბოლო დედაქალაქი). ყველამ ვისაც აინტერესებს არქიტექტურა უნდა ნახოს უნიკალური მურადი-ჰუდავენდიღარის მეჩეთი (1366) ჩექირგში, სელჩუკური სტილის ულუ გამი (დიდი მეჩეთი, 1399), ადრეული ოტომანური გარდამავალი იესილ ქამი (მწვანე მეჩეთი, 1424), მსგავსი მურადი ქამი (სულტან მურად მეორის მეჩეთი, 1426) და ოტომანური როკოკოს სტილის ემირ სულთანის მეჩეთი (1805). მშვენიერი მეჩეთები არ წარმოადგენს ერთადერთ რამეს, რისი ნახვაც შეიძლება ბურსაში. ქალაქში ბევრი უჩვეულო ძველი ოტომანური სახლებია, განსაკუთრებით ჰისარის რაიონში, ქალაქის ცენტრის დასავლეთით.

ჩექირგის ბურსას რაიონი განთქმულია თურქეთის მასშტაბით მისი ცხელი მინერალური წყლების აბაზანებით. როგორც თურქეთის ერთ-ერთ მოწინავე სპა კურორტში, ჩექირგეში არის ქალაქის ულამაზესი, კომფორტული, მაღალი დონის სასტუმროები, თუმცა ქალაქის ცენტრში ისევ არის საცხოვრებლად ვარგისი სასტუმროები.

საყიდლებისთვის კარგია ბურსას გადახურული ბაზარი (ქაპალი ჩარში) და მიერთებული ქარვასლები, კოზას ჩათვლით (აბრეშუმის პარკი), ჰანი, იპეკ ჰანი და რამდენიმე სხვა ქალაქის ცენტრში ულუ ქამის მახლობლად. სადილიც კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია, რამდენადაც ქალაქი და რეგიონი დიდი ხანია ცნობილია ახალი ხილით (კონკრეტულად ატამი), წაბლით და განსაკუთრებით იკანდერის ქაბაბით, შემწვარი ბატკნის ნაჭრებით შეკმაზულით კარაქით და პომიდვრის სოუსით.

შეგიძლიათ წახვიდეთ ულუდაღის მწვერვალზე (დიდი მთა), ბეთანიის უძველესი პროვინციის ოლიმპის მთა. ის იწყება ქალაქის სამხრეთიდან, რომელიც მის ფერდებზეა გაშენებული. ელექტრო მანქანა ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით წაგიყვანთ მწვერვალზე, მთამსვლელობისთვის (ან უბრალოდ სუფთა, გრილი ჰაერისთის) ზაფხულში და ზამთარში სათხილამუროდ.

ელაზიღი

ელაზიღი არის ყველაზე მოწესრიგებული, კარგად-დაგეგმარებული და მშვენიერი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ელაზიღის პროვინციაში თურქეთის აღმოსავლეთით. მთასთან (4350 ფუტის სიმაღლის) ახლოს ნაყოფიერ ველზე მდებარე ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1020მ სიმაღლეზე და გარშემორტყმულია ვენახებით და ბაღებით. ქალაქი ესთეტიურად მიმზიდველია, რაც უმეტესად მისი მდებარეობის დამსახურებაა, ფართო ველების შუაგულში და გარშემორტყმული იასამნისფერი მთებით. იქ ასევე რამდენიმე ტბა და მდინარეა, რაც მატებს მის სილამაზეს. ელაზიღი დაჯილდოებულია უამრავი ბუნებრივი რესურსით. წყლის მიწოდება დიდი მდინარეებიდან როგორიცაა ევფრატი და მდიდარი მინერალების საბადო ნიადაგიდან, ორივე ერთად ხელს უწყობენ სწრაფ ინდუსტრიალიზაციას.მიწათმოქმედებაც ასევე აყვავებულია ნაყოფიერი ნიადაგის და წყალმომარაგების და სხვადასხვა კვების პროდუქტის წყალობით, როგორიცაა მარცვლეული, ბრინჯი და სხვ. ელაზიღი ასევე ვაჭრობს მოსავლით და პირუტყვით. კებანის და კარაკაის კაშხლებმა მდინარე ევფრატზე წარმოშვა რამდენიმე ხელოვნური ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია ქებანის ტბა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის წყლის ენერგიის გენერაციაში.

რეგიონი ასევე საკმაოდ განვითარებულია კულტურულადაც. ჰარპუტი, ელზაღიდან 5კმ ჩრდილოეთით, წარმოადგენდა რეგიონის კულტურულ ცენტრს. ბევრმა ცნობილმა მეცნიერმა და ხელოვანმა მიიღო განათლება ჰარპუტში, რომელსაც შეიძლება ასეთი განმარტება შევუსაბამოთ:“ რეალური მაგალითი ზღაპრული ქალაქისა“. ელაზიღს, მისი ხანგრძლივი ოტომანურ-სელჩუკური კავშირებით, აქვს საკუთარი გამოკვეთილი კულტურული ნიშა.

ელაზიღის ნახვა ღირს მისი ისტორიული და ბუნებრივი სიმდიდრეებით, როგორიცაა ისტორიული ჰარპუტის სასახლე, ჰაზარის ტბა, კარაკაის და კებანის კაშხლის ტბები, საციგურაო ცენტრები და ბუზლუკის გამოქვაბული.

 

გაზიანთეფი

გაზიანტეპი პროვინცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის ერთ-ერთი უძველესი კულტურული ცენტრია. ქალაქის ისტორია ითვლის 4000წ ჩვ.წ.აღ. მდე და ცივილიზაციების უმეტესობა დაარსდა მიმდებარე მიწებზე. ქალაქი მდებარეობს მესოპოტამიასა და ხმელთაშუაზღვას შორის და წარმოადგენს გზების გადაკვეთის წერტილს, რომლებიც აკავშირებენ აღმოსავლეთს სამხრეთთან და ჩრდილოეთს დასავლეთთან და ასევე მდებარეობს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე. გაზიანთეის პროვინციაში აღმოჩენილია პელეოლითის, ნეოლითის და ენეოლითის პერიოდის, ბრინჯაოს ერის, ჰაიტების, მედიანების, ასურეთის, სპარსეთის, ალექსანდრე დიდის, სელეფკოს, რომაული, ბიზანტიური, აბასიანების და სელჩუკების ცივილიზაციების პერიოდების ქმნილებები და ნეგებობები. მისი კულტურული სიმდიდრის გარდა, გაზიანთეფი ტურისტული სამოთხეა მისი ბუნებრივი სილამაზით, გეოგრაფიული მდებარეობით, საკვების მდიდარი არჩევანით და საყიდლების შესაძლებლობებით.

გაზიანთეფის ქალაქი, რომელსაც ადგილობრივ ისევ ანთეფის ქალაქს უწოდებენ, წარმოადგენს მსოფლიოს მწვანე დედაქალაქს, ქალაქი ცნობილია ფახლავას ფართო და საუკეთესო არჩევანით და შეგიძლიათ ნახოთ კაკლის მტვერი მოფრქვეული ბევრ რამეზე. გაზიანთეფს ძლიერი რეპუტაცია აქვს ყველა კულინარიულ სფეროში, ამიტომ მოდით მშიერი! მუზეუმებით სავსეა, ყველა შეძლებს იპოვოს მუზეუმი, რომელიც მის ინტერესებს შეესაბამება. არ გამოტოვოთ ახლად აშენებული ზეუგმას მუზეუმი, რომელიც შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან მოზაიკის ნიმუშებს. შეგიძლიათ ქალაქის ბრწყინვალე ხედით დატკბეთ სასახლის წვეროდან ან კალედან, ან უკეთ შეიცნოთ ქალაქის ისტორია მუზეუმში სიარულით. ბევრი ძვირფასეულობა შეიძლება ნახოთ სპილენძის ბაზარში, რომელიც ყოველთვის ხმაურიანია ჩაქუჩის ხმებით. გაზიანთეფის (ანთეფის) ცენტრში მდებარეობს მშვენიერი უძველესი სასახლე. ქალაქის რეალური ძღვენი კი დაუჯერებელი საკვებია. კაკალი და ფახლავა მიიჩნევა მსოფლიოში საუკეთესოდ რასაც უნდა დავეთანხმო. სპილენძის ბაზარიც ლამაზია და სტუმართმოყვარეობა საუცხოო.

ცნობილი თავისი ძლიერი ყავით, თურქეთი გთავაზობთ ახალი და ძველი ყავის სახლების არჩევანს დროის გასაყვანად და ენერგიის მოსამატებლად. ტამის კავესი არსებობს 1635 წლიდან, მიუხედავად იმისა რომ საწყისი შენობა დაზიანდა რამდენიმე ხანძრის შედეგად. არსებული დაახლოებით ასი წლის ნაგებობა მაინც ინარჩუნებს ტრადიციული ყავის სახლის შეგრძნებას. ის მდებარეობს სპილენძის ბაზრის გარეთ და იდეალური ადგილია შესაჩერებლად და ადგილობრივი არომატის შესაგრძნობად იქნება ის ყავა, ჩაი თუ თრიაქი. ჩვეულებრივ წააწყდებით ნარდის თამაშს და ცოცხალ მუსიკას შაბათ-კვირას. ანტეპის შესაგრძნობად, დააგემოვნეთ მენენგიკი, თურქული ყავა, რომელიც მზადდება ნედლი კაკლისგან.

 

ორდუ

ორდუ ყველაზე ხელსაყრელი ქალაქა აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში საზღვაო ტურიზმისთვის. ქალაქს აქვს საკმარისი პოტენციალი მეზობელი ქალაქების ტურიზმის მოთხოვნებისთვის არსებული პლაჟებითა და დასახლებული ადგილებით სანაპიროდან. ქალაქ ორდუს გარშემო პლაჟები შექმნილია ზაფხულის მოთხოვნების შესაბამისად და ყოველდღიური  ტურისტული საქმიანობისთვის. გუზელიალის სანაპიროები ორდუში ცენტრში, კირაზ ლიმანი, ფათსა, ინიე, გულიალი და ფერშემბე ბუნებრივი პლაჟები…

არ დატოვოთ ქვეყანა

-ფაშაოღლუს სახლისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის სტუმრობის გარეშე;
– ჩამბაშის, კეიფალანისა და ფერშემბეს პლატოებსა და ბოზტეპეს გორაკის ნახვის გარეშე,
-თევზისა და პიტა პურის დაგემოვნების გარეშე
-თხილისა და თხილის პროდუქტების, ჯოხის, ხელით მოხატული თავსაფარისა და გამომწვარი ნახატების ყიდვის გარეშე,

 

სამსუნი

სამსუნი მდებარეობს შავი ზღვის რეგიონში და ერთ-ერთი დიდი ქალაქება უმაღლესი ტურისტული პოტენციალით, ბუნებრივი ისტორიული და კულტურული მდიდარი შესაძლებლობებით, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო შესაძლებლობით. სამსუნი ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას თურქეთის გამანთავისუფლებელი ომის დროიდან , როცა ათათურქი 1991 წლის 19 მაისს ჩამოვიდა სამსუნში ანატოლიის დაცვის დასაგეგმად. ქალაქის ცენტრი ჯუმჰურიეთის მოიდანი (რესპუბლიკის მოედანი) მდებარეობს პორტთან ახლოს. ჯუმჰურიეთის მოიდანი ჩრდილოეთით (ათათურქის ბულვარში) განლაგებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.

ტურისტული ოფისის აღმოსავლეთით ათათურქისა და არქეოლოგიური მუზეუმებია. მუზეუმში არქეოლოგიური ნაწილში გამოფენილია სამსუნის ტეროტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ნივთები. ათათურქის განყოფილებაში შედის მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და ზოგიერთი პირადი ნივთი. (ღიაა 8:30სთ დან 12:00სთ-მდე და 14:00 საათიდან 17:00 საათამდე).

არ წახვიდეთ ქალაქიდან

  • -სამსუნის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ნახვის გარეშე;
    -ბრინჯაოს ქანდაკების, დიდებული ძეგლების ნახვის გარეშე, რომელიც განასახიერებს ათათურქის ჩამოსვლას სამსუნში 1919 წლის 19 მაისს გამათავისუფლებელი ომის დაწყების გამო;
  • - სამსუნის კურუპელიტის რაიონის რესტორანში პიტა და შემწვარი მწნილის დაგემოვნების, ბაფრა -ს თურქული ნაღების დეგუსტაცის გარეშე.

 

თარსუსი

თარსუსი არის წმ. პავლეს დაბადების ადგილი, ახლა უმეტესად თანამედროვე ინდუსტრიული და კომერციული ქალაქია თურქეთის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ადანას დასავლეთით. (რუქა)

ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს რამდენიმე ღირსშესანიშნავი შენობა:

მეჩეთი (ეკლესია მეჩეთი ან ბეითიმურ ჯამი) ქალაქის ცენტრში აშენდა როგორც ეკლესია დაახლოებით ჩვ.წ.აღ. 300წ წმ. პავლეს სახელზე. ეკლესიად ყოფნის ათასი წლის შემდეგ, ის გარდაიქმნა მეჩეთად 1415 წელს, როცა ქალაქი გაათავისუფლეს ბიზანტიელებისგან თურქ რამაზანღლუ ემირის მიერ.

დღეისათვის, თარსუსი არის თანამედროვე ქალაქი, რომელსაც ვიზიტორებისთვის არც ისე ბევრი ღირსშესანიშნაობა გააჩნია, მაგრამ რამდენიმე ხსენების ღირსი ნამდვილად არის. წმ. პავლეს ჭა ეზოში დიდი ხანია მიიჩნევა წმ. პავლეს სახლის ადგილად, რომელიც დაახლოებით რესპუბლიკის ტერიტორიის 300მ ჩრდილოეთით მდებარეობს კიზილმურათის რაიონში. არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ წმ. პავლეს ჭას და გარშემო ტერიტორიას ახასიათებს რომაული, ბიზანტიური და ოტომანური პერიოდის კულტურის შტრიხები. ამ ადგილს პილიგრიმები სტუმრობენ და ჭის წყალი სამკურნალოდ მიიჩნევა. რამდენიმე ქუჩა ისტორიული სახლებისა წმ. პავლეს ჭასთან ახლოს საინტერესო დასათვალიერებელია, საოცარია იმის ნახვა თუ უმეტესად როგორ გამოიყურებოდა ქალაქი უკანასკნელი ათასწლეულის განმავლობაში. თარსუსის მუზეუმი მოიცავს ნამუშევრებს რომაული, ბიზანტიური და ოტომანების პერიოდისა, რომაულ და ბიზანტიურ მონეტებს, გამომწვარ ქოთნებს და ლითონის მასალებს. კლეოპატრას ჭიშკარი თარსუსის დასავლეთით მერსინის გზაზე თარიღდება დაახლოებით ჩვ.წ.აღ.მდე 40 წ. სოფელ საღლიკის ზედა ნაწილში, თარსუსიდან 15კმ-ში არის რომაული გზის ნარჩენები. იზმირთან ახლოს კლდის ციცაბო ფერდობზე ალტინდერის მახლობლად არის ამ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული მონასტერი-შავი კლდის ღვთისმშობელი ან შავი ღვთისმშობელი.

 

თოქათი

თოქათის პროვინცია მდებარეობს მდ. იეშილირმაკის აუზის ტერიტორიაზე, სადაც დაარსდა 14 შტატი და ბევრი სამთავრო დაწყებული ჩვ.წ.აღ.მდე 4000 წლიდან და მიწის თოთოეული მისხალი აღბეჭდავს ამ ცივილიზაციების ნაკვალევს და შესაძლოა ამ მიწაზე შეხვდეთ ისტორიულ და კულტურულ ქმნილებებს. ამ ქმნილებებს და ნანგრევებს შორის არის უძველესი ჰაიტიტის ქალაქი სებასტოპოლი მასათ თუმულუსში, უძველესი რომაული ქალაქი, დუქნები, აბანოები, ბედესთენის ნაგებობები, მეჩეთები, ხიდები და მავზოლეუმები.

არ წახვიდეთ

  • -ბალიქას გამოქვაბულის ნახვის გარეშე
  • -გოქმედრესის, ლათიფოღლუს ვილის, ბეისოქაღის, სენთემურის მავზოლეუმის, თაჰშანის, ალი ფაშას მეჩეთის, მეიდანის მეჩეთის და ჰიდირლიქის ხიდის ნახვის გარეშე
  • -ტბა კაზის შესანიშნავი ხედის, რესადივ ზინავის ტბის, ალმუს დამის ტბის და თოფქამში, გურლევიქში და ქამიჩში ბუნებრივი გასეირნების ტერიტორიის ნახვის გარეშე
  • -იაზმაჩილარის ბაზრის, ბაქირჩის (სპილენძის ნამუშევრები) ბაზრის, ზურნაჩის (სალამურის) ბაზრის, კარიქჩის (ტყავის სანდლების) ბაზრის ნახვის გარეშე
  • -იმ სოფლების ნახვის გარეშე სადაც გამოფენილია ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი და ადგილობრივი ტრადიციული სამოსი
  • -ხის დაპრესილი ხელნაკეთი ცხვირსახოცის ყიდვის გარეშე
  • -ისტორიულ თოქათის თურქულ აბანოში აბაზანის მიღების გარეშე
  • -სხვადასხვა საჭმლის დაგემოვნების გარეშე, განსაკუთრებით თოქათის ქაბაბი და ამ პროვინციის გემრიელი ღვინოები
  • -მსოფლიოში ცნობილი ნიქსარ აივაზის წყაროდან წყლის დალევის გარეშე

 

უშაქი

უშაქი იმ რეგიონშია, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ და დასავლეთ ანატოლიას ეგეოსის შიდა რეგიონში. უშაქის ტერიტორიაზე დასახლებები იყო უძველესი ბრინჯაოს ხანიდან, ფრიგის, ლიდიის, სპარსეთის, რომაული, აღმოსავლეთ რომაული, სელჩუკეთის, ბიზანტიური და ოტომანების მმართველობისას. ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ეკუთვნის ამ პერიოდებს, წარმოადგენენ ქალაქის ტურიტულ პოტენციალს.

რა შეიძლება ვნახოთ უშაქში?

ულუბეის კანიონები: ეს არის 75კმ სიგრძის კანიონი, რომელიც შედგება ქალაქის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის გეოლოგიური სტრუქტურის მახასიათებლებისგან.

ფაშას დუქანი: აშენდა ფრანგი არქიტექტორის მიერ მე-19 საუკუნეში, გამოიყენებოდა როგორც დუქანი, და რესტავრაციის შმდეგ გადაიქცა სასტუმროდ

ბედესთენი: ეს არის ორ სართულიანი და 30 ოთახიანი კლდეში ნაკვეთი ნაგებობა აშენებული 1901 წელს იტალიელი არქიტექტორის მიერ. პირველი სართული გამოყენებულია დილერების ბაზრად, ხოლო ზედა სართულზე სხვადასხვა ბიზნეს ფილიალებია.

ქილანდირას ხიდი, რომელიც არის ქარაჰალლის პროვინციაში ბანაზის ნაკადზე, აშენებულია მეფის გზაზე ლიდიელების მიერ. თაღის ქვები, გამოკვეთილი გადაბმულია ერთმანეთზე.

ბურმას მეჩეთი : ეს ერთ-ერთი ნაგებობაა მე-14 საუკუნის ოტომანების პერიოდის. მისი აშენების თარიღი ზუსტად ცნობილი არ არის. ის დაიწვა 1862 და 1922 წლებში და აღდგა ორჯერ 1988 წელს.

არქეოლოგიის მუზეუმი: მუზეუმში გამოფენილია ძალიან მდიდარი ისტორიული ხელოვნების ნიმუშები ენეოლითის პერიოდიდან ბიზანტიურ პერიოდამდე, რომლის რეორგანიზებაც მოხდა 1996 წელს და დაუბრუნდა კარუნის საგანძური.

ათათურქის ეთნოგრაფიის მუზეუმი: ბერძენი მთავარსარდლის ტრიქოფისის აღებული სახლი, გარდაქმნილია მუზეუმად დამოუკიდებლობის ომის შემდეგ. მუზეუმის შენობა, რომელიც გაიხსნა 1978 წლის 1 სექტემბერს წარმოადგენს ოტომანების პერიოდის ნაგებობას.

სებასთე (სელჩიქლერ): სებასთეს ქალაქი დაარსდა რომაელი იმპერატორის ავგუსტუსის მიერ ჩვ.წ.აღ.მდე 20 წ და დაარქვა სებასთე. ის ერთ-ერთია ყველაზე მნიშვნელოვანი 12 ქალაქიდან რომაული პერიოდის განმავლობაში. ის გახდა საეპისკოპოსო ცენტრი გარშემო ქალაქებისთვის მე-9 საუკუნის განმავლობაში ჩვ.წ.აღ.ით. ქალაქი აყვავებული იყო ბიზანტიური პერიოდის განმავლობაში და იქ არის 2 ეკლესია, რომლებიც ცნობილია როგორც პატარა და დიდი.

ბლაუნდოს(სულუმენლი): ის დაარსდა მაკედონიის მაცხოვრებლების მიერ ალექსანდრე დიდის ექსპედიციის შემდეგ ანატოლიაში, ულუბეის პროვინციაში სულუმენლის სოფლის მახლობლად. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობებია: სასახლე, ტაძრები, თეატრი, სტადიონი და კლდის სამარხები.

ალაუდა (ჰაჩიმქოი), მესოტიმოლოს (დუზქოი), აქმონია (აჰათქოი) არის იმ ნანგრევებს შორის, რომელიც უნდა მოინახულოთ უშაკში.

ქარუნის საგანძური: 1960-იანი წლების შუაში, ისინი წაიღეს ამერიკაში სოფელ უშაქთან ახლოს გურე-ს ძეგლიდან აღებულ საგანძურთან ერთად და დაბრუნდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 1993 წელს, წარმოადგენენ ჩ.წ.აღ.მდე მე-6 საუკუნის ლიდიის პერიოდის ხელოვნების ნიმუშებს. მცირე და დიდი ნაწილებისგან შემდგარი განძი გამოფენილია არქეოლოგიის მუზეუმში 1996 წლიდან.