პაციენტთა უფლებები

1-მომსახურების გამოყენების უფლება

ყველა პირი, რომელიც მიმართავს ჩვენს ჰოსპიტალს უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა მომსახურება მიუხედავად მისი ენისა, რელიგიისა, რასობრივი და რელიგიური განსხვავებისა.

ჩვენს პაციენტებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების შესახებ, რომელსაც სთავაზობს ჩვენო ჰოსპიტალი და იმის შესახებ თუ როგორ შეძლებენ მათ გამოყენებას.

2-ინფორმაციის და დადასტურების უფლება

ყველა ჩვენს პაციენტს აქვს უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია შეთავაზებული სამედიცინო ჩარევების, პოტენციური რისკების და სარგებლის, ალტერნატივების, უმკურნალობის შედეგების და მათი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ მიმდინარე პროცესის ჩათვლით პირადად ან მათი კანონიერი წარმომადგენლის საშუალებით მათთვის გასაგებ ენაზე.

ყველა პაციენტს აქვს უფლება მიიღოს მათი სამედიცინო ჩანაწერების ნაბეჭდი ვერსია იმ შემთხვევაში თუ ამ მოთხოვნას წერილობით მიუთითებენ.

სამედიცინო და სამართლებრივი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის და დასტურის გარდა, ჩვენს პაციენტებს ასევე აქვთ უფლება გადაწყვიტონ მკურნალობა, მას შემდეგ რაც მიიღებენ ინფორმაციას სერიოზული შედეგების შესახებ, სიკვდილიანობის რისკის, პრობლემების, გამოჯანმრთელების დროის შესახებ, წარმატების შანსის შესახებ. თუ პაციენტი გამოიყენებს ამ უფლებას, ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი პროცედურები დადასტურებულია მათ მიერ.

ჩვენს პაციენტებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ტკივილის სწორი შეფასება და მისი მკურნალობის შესახებ ინფორმაცია.

ჩვენს პაციენტებს და მათ ოჯახებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია მათი ორგანოების და სხვა ქსოვილების დონაციის საშუალებების შესახებ.

ჩვენს პაციენტებს და მათ ოჯახებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ჩაერთონ კლინიკურ კვლევებში და ექსპედიციებში, რომლებიც ტარდება ჰოსპიტალში. ასევე, პაციენტებს, რომლებიც დათანხმდებიან ჩართვას და მათ ოჯახებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება იყვნენ დაცულები.

ჩვენს პაციენტებს აქვთ უფლება მიიღონ გარკვეული ინფორმაცია ჰოსპიტალის მისიის შესახებ.

3-პერსონალის ცნობის, შერჩევის და ჩანაცვლების უფლება

ჩვენს პაციენტებს უფლება აქვთ იცოდნენ ექიმების, ექთნების და სხვა პერსონალის პიროვნებების, მოვალეობების და თანამდებობის შესახებ, ასევე აქვთ მათი არჩევის და შეცვლის უფლება.

4-კომიტეტის შერჩევის და ჩანაცვლების უფლება

ჩვენს პაციენტებს აქვთ უფლება აირჩიონ და შეცვალონ ჯანდაცვის დაწესებულება იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც ექვემდებარებიან პაციენტები.

5-მკურნალობის უარყოფის ან შეჩერების უფლება

პაციენტს აქვ სუფლება უარყოს ან შეაჩეროს დაგეგმილი ან გამოყენებული მკურნალობა სამართლებრივად სავალდებულო პირობების გარდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აიღებენ პასუხისმგებლობას შესაძლო უარყოფით შდეგებზე.

  1. კონფიდენციალობის უფლება

პაციენტებს აქვთ უფლება მიიღონ მომსახურება მათთვის მოსახერხებელი კონფიდენციალობის პირობებით მკურნალობის სრული პერიოდის განმავლობაში.

ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მდგომარეობა და ყველა პირადი ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, ვინც მიმართავს ჩვენს ჰოსპიტალს რჩება კონფიდენციალური სიკვდილის შემდეგაც კი. პაციენტების ეს ინფორმაცია შეიძლება განცხადებული იქნას მხოლოდ პაციენტის ნებართვის საფუძველზე ან სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველზე.

7-პატივისცემის უფლება

ჩვენს პაციენტებს აქვთ უფლება, რომ გასინჯონ და მოეპყრან პატივისცემით, კეთილგანწყობით და თავაზიანად პირადი რეპუტაციის დაცვით ყოველთვის და ნებისმიერ გარემოებაში.

8-კონსულტაციის მოთხოვნის უფლება

ჩვენს პაციენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ კონსულტანტი მათი დიაგნოზის და მკურნალობის შესახებ. კონსულტანტი ურჩევს მკურნალობას, მაგრამ პაციენტის პირადი ექიმი ამტკიცებს პროცედურებს.

9-რელიგიური მომსახურების მიღების უფლება

ჩვენს პაციენტებს აქვთ უფლება შეასრულონ რელიგიური წესები მიუხედავად მათი რელიგიური განსხვავებისა, მხოლოდ იმ შმთხვევაში თუ ეს ხელს არ უშლის მკურნალობას.

10-უსაფრთხოების უფლება

ყველას აქვს უფლება მოელოდეს და მოითხოვოს უსაფრთხოება ჯანდაცვის დაწესებულებაში. ჩვენი ჰოსპიტალი იღებს საჭირო წინასწარი უსაფრთხოების ზომებს, რომ დაიცვას ჩვენი პაციენტების, ვიზიტორების და სანიტრების სიცოცხლე და ქონება.

შესაბამისი დაცვის ზომები მიღებულია ბავშვებისთვის, უნარშეზღუდული პირებისთვის და ასაკოვანი პაციენტებისთვის (მარტოხელები, მეთვალყურეობის ქვეშ მყოფნი, ჰოსპიტალის სანიტრის გარეშე) ჩვენს ჰოსპიტალებში.

11-ჰოსპიტალის სანიტრების და ვიზიტორების ყოლის უფლება

ჩვენს პაციენტებს აქვთ უფლება მიიღონ ვიზიტორები და ყავდეთ ჰოსპიტალის სანიტრები ჩვენი ჰოსპიტალის მიერ განსაზღვრული პროცედურების და პრინციპების შესაბამისად.

12-საჩივრის/აზრის ან წინადადების გამოხატვის უფლება

პაციენტებს და მათ ოჯახებს აქვთ უფლება დაიწყონ საჩივრის მექანიზმი, განიზილონ, დაასრულონ და მიიღონ ინფორმაცია შედეგის შესახებ პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

13-ჯანდაცვის დაწესებულების წესები და პროგრამა

ჩვენს პაციენტებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია ჰოსპიტალის წესების შესახებ, რომლებიც მათზე გავრცელდება.

14-დიაგნოსტიკის და მკურნალობის საფასური

ჩვენს პაციენტებს უფლება აქვთ წინასწარ იცოდნენ მკურნალობის მომსახურების საფასური და ამის შემდეგ მათ უფლება აქვთ მოითხოვონ და აიღონ მათ მიერ მიღებული მომსახურების ცხადი და დეტალური ინვოისი.

პაციენტთა პასუხისმგებლობები

  1. ინფორმაციის გაცემა

ექიმებისთვის და ექთნებისთვის, ვინც პასუხისმგებელნი არიან სამედიცინო მომსახურებაზე გასცენ სწორი და სრული ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

  1. წინადადებებთან შესაბამისობა

პაციენტებმა უნდა დაიცვან მათი ექიმის მიერ შეთავაზებული თერაპიის გეგმა და მიიღონ მომსახურება ჯანდაცვის გეგმის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალისგან ექიმის მითითებების მიხედვით.

 

  1. დაგეგმილი მკურნალობის უარყოფა

ჩვენი პაციენტი პასუხისმგებელია დაგეგმილი მკურნალობის უარყოფის შედეგებზე.

  1. ჯანდაცვის დაწესებულების წესებს დამორჩილება

ჩვენი პაციენტები პასუხისმგებელნი არიან დაემორჩილონ ჩვენი ჯანდაცვის დაწესებულების წესებს და პროგრამას.

  1. პატივისცემის გამოხატვა

ჩვენმა პაციენტებმა უნდა იმოქმედონ უსაფრთხოების და ჰოსპიტალის წესების შესაბამისად ისეთ შემთხვევებში, რომელიც საფრთხეში აყენებს პაციენტების და მათი „ოჯახების“ სიცოცხლეებს, როგორიცაა ხმაური, მნახველები და მოწევა.

  1. ინფექციების კონტროლი

ჩვენი პაციენტები და მათი ოჯახები გულისხმიერად უნდა მოეკიდნონ ყველა უსაფრთხოების ზომას, რომელიც მიიღება ინფერქციების გავრცელების წინააღმდეგ.

  1. გადახდის პასუხისმგებლობა

ჩვენმა პაციენტებმა უნდა გადაიხადონ გასინჯვის და დიაგნოსტირების საფასური. ჩვენი პაციენტები და მათი ოჯახები, ვინც განზრახ დააზიანებს აპარატურას და მასალებს გადაიხდის მათ საფასურს.

  1. ჰოსპიტალის სანიტარი

ჩვენმა პაციენტებმა უნდა მიიღონ მნახველების შესაძლო ყველაზე მცირე რაოდენობა ერთსა და იმავე დროს და მნახველებმა არ უნდა შემოიტანონ საკვები ან სასმელი და არ გამოიყენონ სხვა პაციენტების პირადი ნივთები. ასევე, ისინი უნდა მოვიდნენ მონახულების პერიოდის განმავლობაში.

***ეს გადაწყვეტილება მომზადებულია ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტთა უფლებების რეგულაციის N 23420-ის და ამსტერდამის დეკლარაციის გადაწყვეტილებების შესაბამისად.