ხარისხის პოლიტიკა

  • პაციენტების და დაქირავებული პირების კმაყოფილების უზრუნველყოფა
  • პაციენტების და მათი ნათესავების უფლებების დაცვა, მათთვის მკურნალობის ყველა ეტაპის გაცნობა და სწავლება
  • მუდმივი შეფასების და გაუმჯობესების მიზნად დასახვა ყველა დაქირავებული პირის მონაწილეობით
  • საერთაშორისო დონის ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფა პროფესიონალი პერსონალით
  • სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით, მუშაობა ნებისმიერი დათმობის გარეშე მეცნიერების, კეთილსინდისიერების და ეთიკის კოდექსის სფეროში
  • ტრენინგების მუდმივი მხარდაჭერა და პერსონალის მონაწილეობა საერთაშორისო კონგრესებში/სემინარებში/გამოცემებში
  • კვალიფიციური სერვისის მიწოდება გონივრულ ფასად

საერთაშორისო ერთობლივი კომისია-საერთაშორისო ხარისხი

საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი კომისია

საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი კომისია (JCIA)არის ამერიკაში დაფუძნებული ჯანდაცვის ორგანიზაციის აკრედიტაციის ერთობლივი კომისია ( JCAHO) , რომელიც დაარსდა 1998 წელს. ეს არის ნებაყოფლობითი ფონდი, რომელიც აწარმოებს ქვეყნების ჯანდაცვის ხარისხის აუდიტს საერთაშორისო სტანდარტებით და საერთაშორისო პაციენტების უსაფრთხოების მიზნებით.

საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი კომისიის მისია

პაციენტთა მოვლის ხარისხის და უსაფრთხოების მუდმივი გაუმჯობესება აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ტრენინგების და კონსულტაციების გზით.

საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი კომისიის ხედვა

ის არის აკრედიტაციის სტანდარტების, კარი პროცედურების, ხარისხის შეფასების, მონიტორინგის და შეფასების, ხარისხის გაუმჯობესების, რისკების მინიმიზაციის ინფორმაციის მსოფლიო მოწინავე დისტრიბუტორი.

საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი კომისიის მიზანი

  • ხარისხის გაუმჯობესება
  • ღირებულების შემცირება
  • ეფექტურობის გაზრდა
  • დაწესებულების სანდოობის გაზრდა და უზრუნველყოფა
  • ჯანდაცვის სერვისების ადმინისტრაციის გაუმჯობესება
  • ტრენინგების უზრუნველყოფა

საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი კომისიის უპირატესობები

  • მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა
  • კვალიფიციური მოვლის უზრუნველყოფა
  • საზოგადოების ნდობის მოპოვება
  • რისკების და ღირებულებების შემცირება
  • კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • სტანდარტებზე ტრენინგების უზრუნველყოფა
  • პერსონალის დახმარება ლიდერად გახდომაში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
  • სამსახურით კმაყოფილების გაზრდის ხელშეწყობა
  • თვითშეფასების საშუალება
  • სხვა მსგავს დაწესებულებებთან შედარების საშუალება

საერთაშორისო ერთობლივი კომისიია 3. რევიზიის სტანდარტები

საერთაშორისო ერთობლივი კომისიია 3. რევიზიის სტანდარტები უკავშირდება ჰოსპიტალს როგორც მთლიანობას

პაციენტზე ორიენტირებული სტანდარტები-ორგანიზაციაზე ორიენტირებული სტანდარტები

  • მკურნალობის ხელმისაწვდომობა და მკურნალობის უწყვეტობა(ACC)
  • ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოება (QPS)
  • პაციენტთა და ოჯახების უფლებები (PFR)
  • ინფექციების პრევენცია და კონტროლი (PCI)
  • პაციენტების შეფასება (AOP)
  • მართვა, ლიდერობა და მიმართულება(GLD)
  • პაციენტთა მოვლა (COP)
  • აპარატურის მართვა და უსაფრთხოება (FMS)
  • ანესთეზია და ქირურგიული მკურნალობა(ASC)
  • პერსონალის კვალიფიკაცია და განათლება (SQE)
  • მედიკამენტების მართვა და გამოყენება(MMU)
  • კომუნიკაციის და ინფორმაციის მართვა(MCI)
  • პაციენტთა და ოჯახების განათლება(PFE)

საერთაშორისო ერთობლივი კომისია-საერტაშორისო პაციენტთა უსაფრთხოების მიზნები

მიზნებს წარმოადგენს პრობლემური სფეროების დამამტკიცებელი საბუთების მოძიება მათი გაშუქების და პრობლემების გადაჭრის გზით სპეციალისტებთან თანამშრომლობით. სისტემის მიზანია უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პაციენტთა მოვლის უზრუნველყოფა შეძლებისდაგვარად ფართო სისტემით.

პაციენტთა უსაფრთხოების მიზნები

  1. პაციენტთა სწორად განსაზღვრა
  2. ეფექტური კომუნიკაციის გაუმჯობესება
  3. მაღალი რისკის შემცველი წამლების უსაფრთხოების გაუმჯობესება
  4. პაციენტების უფლებების, პროცედურების გაუმჯობესება
  5. ჰოსპიტალის ინფექციების პრევენცია
  6. რისკების შემცირება, რომლებაც შესაძოლა წარუმატებლობა გამოიწვიონ
  7. კონცენტრაცია გაუმჯობესებასა და შესწორებებზე იმ დისკომფორტთან დაკავშირებით, რომლებიც აფერხებენ საერთაშორისო ერთობლივი კომისიის აკრედიტაციის სტანდარტების გამოყენებას Medical Park Hospitals Group-ის საავადმყოფოებში, ხარისხის მართვის პრინციპების და სისტემაში პერსონალის უსაფრთხოების ფონზე.

პაციენტები და მათი ოჯახები განიცდიან სიკვდილს, ორგანოების დანაკარგს (დროებით ან სამუდამოდ), გონების დაკარგვის მდგომარეობას მოულოდნელი შემთხვევების შედეგად, როგორიცაა მედიკამენტების შეცდომა, არასწორი ქირურგიის, საწოლიდან გადმოვარდნის, არასწორი სისხლის შყვანის რეაქციის და თვითმკვლელობის შემთხვევები. აკრედიტაციის სტანდარტები ახორციელებენ პაციენტზე და ორგანიზაციაზე ორიენტირებული სტანდარტების შესრულების მონიტორინგს შემდეგი იდეით:“უპირველესად არ დავაზიანოთ პაციენტი“.

როგორც Medical Park Hospitals Group-მა, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იდეით „ჯანდაცვა ყველასთვის“ და ჩვენ ავიღეთ „უპირველესად არ დააზიანო“, როგორც პრინციპი ჩვენი პერსონალისთვის.

ჩვენ დოკუმენტაციის და განათლების პერიოდი დავაფუძნეთ იდეაზე: „შეუძლებელია გაუმჯობესება შეფასების გარეშე“., როცა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სისტემა პაციენტთა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის. შესრულების შეფასება ხდება ყველა პროცესში და პრობლემები, რომელიც თავს იჩენს პროცესებში იჭრება ჩვენი ხარისხის გუნდის მიერ ჰოსპიტალის კომიტეტის სხდომებზე PACT-ის (გეგმა, გამოყენება, შემოწმება, სიფრთხილის ზომების მიღება) ციკლით. პროცედურები განისაზღვრება მოულოდნელი შემთხვევებისთვის, და ყველა შემთხვევის მონიტორინგი ხდება და უმჯობესდება ხარისხის გუნდის და პაციენტთა უსაფრთხოების გუნდის მიერ.

ჩვენი ბურსა-ბაჩელიევლერის ჰოსპიტალების წინასწარი აუდიტი განხორციელდა საერთაშორისო ერთობლივი კომისიის კონსულტანტების მიერ ახალი რევიზიის სტანდარტებით 2007 წლის ნოემბერში. გოზთეფეს ჰოსპიტალის კომპლექსს, რომელიც გაიხსნა 2008 წლის ივნისში და ანტალიის ჰოსპიტალის კომპლექსს, რომელიც გაიხსნა 2008 წლის ივლისში აკრედიტაცია მიენიჭა როგორც მხოლოდ 5-6 თვით მომუშავე ჰოსპიტალს, რამდენადაც ისინი პირველი ჰოსპიტალები იყვნენ თურქეთში წინასწარი აუდიტის გარეშე.

Medical Park Hospitals Group-მა გადაიღო საგანმანათლებლო ფილმი საერთაშორისო ერთობლივი კომისიის პაციენტთა უსაფრთხოების მიზნების შესახებ მისი საკუთარი ექიმებით და ექთნებით გოზთეფეს ჰოსპიტალის კომპლექსში თურქეთში პაციენტთა უსაფრთხოების კულტურის შექმნის მიზნით.

ამ წლის საერთაშორისო ერთობლივი კომისიის რევიზიის სტანდარტები შედგენილი იქნა სრულად (მედიკამენტების მართვა, ანესთეზია, ქირურგიული მკურნალობა, პაციენტთა უსაფრთხოების მიზნები, ინფორმაციის და კომუნიკაციის მართვა) და მოხდა მათი გადახედვა. Medical Park Hospitals Group იყო წარმატებული მისი 4 ჰოსპიტალით საერთაშორისო ერთობლივი კომისიის შემოწმებაში, რომელიც განხორციელდა 2008 წელს. Medical Park Hospitals Group-მა მიიღო უმაღლესი ქულა საერთაშორისო ერთობლივი კომისიის კონსულტანტისგან პაციენტთა უსაფრთხოების პროგრამაში, პაციენტთა უსაფრთხოების ტრენინგის ფილმში და სასწავლო ფილმში ყრუ-მუნჯი პაციენტებისთვის.

ჩვენი მიზნები 2011 წელს, როგორც „ხარისხის გაუმჯობესების და განვითარების დირექტორატის“ არის ჩვენი 4 აკრედიტებული ჰოსპიტალის (ბურსა, ბაჩელიევლერი, გოზთეფე, ანტალია) ხელახალი აკრედიტაცია, ISO 9001:2008 შემოწმება ჩვენს ფათიჰის ჰოსპიტალში და მუშაობის გაგრძელება „ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის დეპარტამენტის და ხარისხის სერთიფიკატის“ პროცესებისთვის ჩვენს ყველა 16 ჰოსპიტალში.

რა არის ISO?

ISO (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) არის საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეობას, ბიზნესს და მომხმარებლებს მისი სტანდარტიზაციის სამუშაოების შედეგად და ის დაარსდა 1947 წელს.

TSE არის ISO-ს წევრი და მისი ერთადერთ წარმომადგენელი თურქეთში.

რა არის EN ?

EN (ევროპის ნორმები) არის ევროპული სტანდარტების აბრევიატურა. EN შეიქმნა ევროკავშირის სტანდარტებს შორის ჰარმონიის უზრუნველყოფის მიზნით.

რატომ TS-EN-ISO 9000 ?

რადგან TS-EN-ISO 9000 არის მართვის სიტემის მოდელი

  • რომელიც აუმჯობესებს ორგანიზაციაში ხარისხის გაგებას
  • რომელიც ზრდის მოგებას, პროდუქტიულობას და საბაზრო წილს
  • რომელიც უზრუნვეყოფს ეფექტურ მენეჯმენტს
  • რომელიც ამცირებს ხარჯებს
  • რომელიც ზრდის პერსონალთა კმაყოფილებას
  • რომელიც აუმჯობესებს კომუნიკაციას ორგანიზაციის შიგნით
  • რომელიც უზრუნველყოფს ფართო მონიტორინგს და კონტროლს ყველა ქმედებაში
  • რომელიც ამცირებს რეგრესს
  • რომელიც ამცირებს მომხმარებელთა პრეტენზიებს და ზრდის მათ კმაყოფილებას
  • რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე

TS-EN-ISO 9000 ხარისხის მართვის სისტემა

დღეისათვის, მსოფლიო გახდა უფრო პატარა და ინფორმატიკის, ტექნოლოგიების და კომუნიკაციის მიღწევებმა ქვეყნები მიიყვანა დიდ კონკურენციამდე და ეკონომიკურ შეჯიბრამდე, რომელშიც ყოველდღიურად მიიღწევა ახალი შედეგი. არსებულ სამყაროს წესრიგში გადარჩენა შესაძლებელი იქნება ისეთი პროდუქციის და სერვისის შეთავაზებით, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს და მოლოდინებს ყველა სექტორში. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხარისხის მართვის სისტემის გამოყენებით, რომელიც იწყებს დიზაინიდან და გრძელდება პროდუქციის და სერვისის გაყიდვამდე და რომელიც მიზნად ისახავს უწყვეტ გაუმჯობესებას. ISO 9000 ხარისხის სისტემის სტანდარტები გახდა ყველაზე მიმართვადი და ინტერესის აღმძვრელი საერთაშორისო სტანდარტი მისი პირველი გამოქვეყნებისთანავე 1987 წელს.

TS-EN-ISO 9000 ხარისხის სტანდარტის სერვისების სერია აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას, გაფორმდეს და განხორციელდეს ეფექტური მართვის სისტემა.

TS-EN-ISO 9001:2008 სტანდარტი შედგება:

  1. არეალი
  2. ნორმატიული ცნობები
  3. ტერმინები და განსაზღვრებები
  4. ხარისხის მართვის სიტემა
    • ზოგადი მოთხოვნები
    • დოკუმენტაციის მოთხოვნები
  5. მართვის პასუხისმგებლობა
    • მენეჯმენტის ვალდებულება
    • მომხმარებელზე ორიენტაცია
    • ხარისხის პოლიტიკა
    • დაგეგმვა
    • პასუხისმგებლობა, ავტორიზაცია და კომუნიკაცია
    • მართვის მიმოხილვა
  6. რესურსების მენეჯმენტი
    • რესურსების მიწოდება
    • ადამიანური რესურსები
    • ინფრასტრუქტურა
    • სამუშაო გარემო
  7. პროდუქციის დანერგვა
    • პროდუქციის დანერგვის დაგეგმვა
    • მომხმარებელთან დაკავშირებული პროცესები
    • დიზაინი და განვითარება
    • შესყიდვა
    • პროდუქციის და სერვისების მიწოდება
    • მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტების კონტროლი
  8. შეფასება, ანალიზი და გაუმჯობესება
    • ზოგადი
    • მონიტორინგი და შეფასება
    • შეუსაბამო პროდუქციის კონტროლი
    • მონაცემთა ანალიზი

ISO 9000-სთან დაკავშირებული განსაზღვრებები:

პროცესი : აქტივობების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ან ურთიერთქმედებენ და ხარჯებს გარდაქმნიან პროდუქციის წარმოებად.

პროდუქტი : პროცესის შედეგი

სისტემა : ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ან ურთიერთქმედებენ.

მართვის სისტემა : პოლიტიკის და მიზნების ჩამოყალიბება და მიზნების სისტემაში წარმატებების მიღწევა

ხარისხის პოლიტიკა : ხარისხის ყველა მიზანი და მენეჯმენტი, რომელიც ფორმალურად გამოხატულია ორგანიზაციის მენეჯმენტში

ხარისხის მართვა : ქმედებები, რომელთა კოორდინაციაც ხდება ორგანიზაციის კონტროლის და მენეჯმენტის მიზნით ხარისხთან დაკავშირებით.

უწყვეტი გაუმჯობესება : ქმედებები, რომლებიც მეორდება მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარის ზრდის მიზნით.

პროდუქტიულობა : ურთიერთობა მიღებულ შედეგებსა და გამოყენებულ რესურსებს შორის

სრული ხარისხის კონტროლი

სრული ხარისხის კონტროლი (TQM) არის სრული მართვის სისტემა, რომელიც ქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ ორგანიზაციის კულტურას. TQM არის უნივერსალური პროცესი. TQM არის ჯგუფური სამუსაო და შეუძლებელია ინდივიდუალურად მისი შესრულება. შეცდომების არიდება და ხარისხის მიღწევა TQM-ში არის ყველა პერსონალის პასუხისმგებლობა უმაღლესი ადმინისტრაციიდან დაწყებული მუშებამდე, მომწოდებლებიდან დაწყებული და მუშებით დამთავრებული.

TQM, რომელიც უზრუნველყოფს დიდ კონკურენტულ ძალაუფლებას და უპირატესობებს, წარმატებებს მიაღწევდა ორგანიზაციის დინამიურობის და სტრუქტურის განვითარებაში, თუ TQM-ს ყველა პრინციპი (*მომხმარებელზე ორიენტირებულობა*უმაღლესი ადმინისტრაციის მმართველობა*უწყვეტი გაუმჯობესება*სრული მონაწილეობა) იქნება მიღებული და გამოყენებული.

ხარისხის მართვის პრინციპები

TS-EN-ISO 9001 სტანდარტი არის საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტი, რომელიც გაიცემა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ISO) როგორც საერთაშორისო სტანდარტი და ისევ გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნების მიერ როგორც სერთიფიკაციის მოდელი და დაფუძნებულია 8 ხარისხის პრინციპზე.

მომხმარებელზე ორიენტირებულობა: ორგანიზაციები დამოკიდებულნი არიან მომხმარებლებზე, მაშასადამე ორგანიზაციები უნდა აცნობიერებდნენ მომხმარებლების არსებულ და სამომავლო საჭიროებებს და აკმაყოფილებდნენ მათ მოთხოვნებს და იყვნენ მზად ყურადღებით მოეკიდნონ მომხმარებელთა მოლოდინებს.

მმართველობა: მმართველები უზრუნველყოფენ მიზნის და ადმინისტრაციის ერთობლიობას. მათ უნდა შექმნან და შეინარჩუნონ შიდა გარემო, რომელშიც ხალხი მონაწილეობს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში.

ხალხის მონაწილეობა: ხალხი თოთოეული დონიდან წარმოადგენენ ორანიზაციის ბირთვს, მათი მონაწილეობა უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების გამოყენებას ორგანიზაციის სარგებლის მიზნით.

პროცესის დადგომა:როცა სასურველი შედეგი, ქმედებები და საჭირო რესურსები გაერთიანდება პროცესში მათი მიღწევა უფრო ეფექტური ხდება.

სისტემური მიდგომა მენეჯმენტში: ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესების როგორც სისტემის განსაზღვრა, გაცნობიერება და მართვა ხელს უწყობს ორგანიზაციის ეფექტურობას და პროდუქტიულობას მიზნების მიღწევაში.

უწყვეტი გაუმჯობესება: ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესება უწყვეტად უნდა იყოს ორგანიზაციის მუდმივი მიზანი.

რეალისტური მიდგომა გადაწყვეტილების მიღებისას: ეფექტური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია მონაცემთა ანალიზსა და ცოდნაზე.

მომწოდებელთან ურთიერთობა დაფუძნებული ორმხრივ სარგებელზე: ორგანიზაცია და მისი მოწმოდებლები ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან და ორმხრივ სარგებელზე დაფძნებული ურთიერთობა ხელს უწყობს თითოეული მათგანის დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას.

Medical Park Hospitals Group-მა ჩამოაყალიბა ხარისხის მართვის სისტემები 5 ჰოსპიტალში (ბურსა – სტამბული ბაჩელიევლერი -ანტალია -სტამბული გოზთეფე-ფათიჰის ჰოსპიტალები) TQM-ს პრინციპების ფონზე, ISO 9001:2008 სტანდარტიზაციით 4-მა ჩვენმა ჰოსპიტალმა მიიღო საერთაშორისო ერთობლივი კომისიის აკრედიტაცია, მხოლოდ ფათიჰის ჰოსპიტალი გახდა პირველი ჰოსპიტალი, რომელმაც მიიღო სერთიფიკატი 2008 წლის ახალი გამოცემის შესაბამისად.